ვორქშოფი -„პირველადი გადაუდებელი დახმარება

ვორქშოფი -„პირველადი გადაუდებელი დახმარება

2019 წლის 28 სექტემბერს, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი -2019“-ის ფარგლებში, საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა ქირურგიული უნარ-ჩვევების ვორქშოფი, რომელსაც უძღვებოდა თსსუ-ის ორთოპედია-ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლევან  ჩიკვატია. 

მასტერკლასში წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც უზრუნველყოფილნი იყვნენ საჭირო მასალითა და ინსტრუმენტებით.

ასოცირებული პროფესორი ლევან ჩიკვატია მონაწილეებს ესაუბრა კანის აგებულებაზე, ჭრილობის სახეებსა და ქირურგიული ნაკერების დადების ტექნიკაზე.   ღონისძიებამ  სკოლის  მოსწავლეების  დიდი  დაინტერესება  გამოიწვია.


გალერეა