თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი კლინიკური და ტრანსლაციური მეცნიერებების მე-6 ყოველწლიურ ევროპულ კონგრესს დაესწრო

თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი კლინიკური და ტრანსლაციური მეცნიერებების მე-6 ყოველწლიურ ევროპულ კონგრესს დაესწრო

2019 წლის 18-20 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო ქიქოძე, საქამიანი ვიზიტით, ავსტრიაში  იმყოფებოდა. ქალბატონი ნინო, ვენაში,  EUSTM - 2019 - კლინიკური და ტრანსლაციური მეცნიერებების მე-6 ყოველწლიურ ევროპულ კონგრესს დაესწრო.  

EUSTM - 2019-ს  ესწრებოდა 500-მდე მეცნიერი, ექიმი და სამედიცინო ინდუსტრიის წარმომადგენელი აკადემიური წრეებიდან, სერვისების პროვაიდერებიდან, მარეგულირებელი სააგენტოებიდან და პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოებიდან.  კონფერენციის მოხსენებებში განხილული იყო ტრანსლაციური მიდგომები მედიცინაში. EUSTM ექსპერტთა პანელი მსჯელობდა დაავადებათა მოდელირების, ბიომარკერების, იშვიათი დაავადებების მკურნალობის, კლინიკური ეპიდემიოლოგიის, ახალი დიაგნოსტიკური საშუალებების აქტუალურ საკითხებზე. 

აღნიშნულ სამეცნიერო ფორუმზე თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ქიქოძემ წარმოადგინა პოსტერული მოხსენება: "ექტონუკლეოტიდაზას CD39+ ექსპრესია მოცირკულირე CD4+ T ლიმფოციტებზე, რევმატოიდული ართრიტის და კიბოს მქონე პაციენტებში".