ისტორია

თსსუ–ს ვლ. ბახუტაშვილის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი დაარსდა 1991 წელს აკადემიკოს ვლადიმერ ბახუტაშვილის მიერ.

სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მისია სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა და სიცოცხლის საუკეთესო ხარისხის მიღწევაა მედიცინასა და ბიოტექნოლოგიაში ჩატარებული კვლევების გზით.

ამ მიმართულებით გასულ წლებში ინსტიტუტში ჩატარებულია მთელი რიგი უაღრესად მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები თანამედროვე მედიკობიოლოგიური მეცნიერების ისეთ დარგებში, როგორიცაა ბიო-ტექნოლოგია, მოლეკულური ბიოლოგია, ბიოქიმია, ბიოლოგიური და კლინიკური იმუნოლოგია და ალერგოლოგია, ვირუსოლოგია.

ინსტიტუტის უმნიშვნელოვანეს მეცნიერულ მიღწევად მიგვაჩნია აღნიშნული კვლევის შედეგად აკადემიკოს ვლადიმერ ბახუტაშვილის მიერ შექმნილი და სამედიცინო პრაქტიკაში დანერგილი სამკურნალო პრეპარატები – პლაფერონი და პლაფერონ-ლბ. პირველი გამოიყენება ვირუსული დაავადებების სამკურნალოდ, ხოლო მეორე – როგორც იმუნომოდულატორი, დეზინტოქსიური და ანტიჰიპოქსიური პრეპარატი. გარდა ამისა, შექმნილია და წარმოებულია პლაფერონ ლბ-ს სხვადასხვა სამკურნალწამლო ფორმები: საინიექციო, ლინგვალური, ადჰეზიური ფირფიტები, კბილის პასტა, სანთლები და აბები. ექსპერიმენტების საფუძველზე და პრეკლინიკური გამოკვლევებით დასაბუთებულია პლაფერონ ლბ-ს იმუნომამდულირებელი, ანტიოქსიდანტური, ანტიინფექციური და სხვა მრავალი თვისება, რომელიც უზრუნველყოფს ამ პრეპარატის ფართო გამოყენებას კლინიკაში სხვდასხვა პათოლოგიების სამკურნალოდ. აღსანიშნავია, რომ ამ კვლევებში მონაწილეობას იღებენ სათანადო დარგის სპეციალისტები აშშ, ევროპიდან და ისრაელიდან.

მიღებულია როტავირუსული ინფექციების სამკურნალო-პროფილაქტიკური პრეპარატი (როტაიმუნოლაქტონი) და ამ დაავადებათა დიაგნოსტიკის ტესტ-სისტემა, რომლებიც დანერგილია ვეტერინალურ პრაქტიკაში. შემუშავებულია ტექნოლოგია და სამედიცინო პრაქტიკაში დანერგილია ანტიოქსიდანტური პრეპარატი ფენოვინი. დამზადებულია ფლავონოიდის შემცველი მალამო ფლავოცეტინი, რომელიც გამოიყენება კანის ალერგიულ დაავადებათა სამკურნალოდ.
ინსტიტუტში დამუშავებულია გენერიული მედიკამენტების წარმოების ტექნოლოგიები და ხარისხის კონტროლის მონიტორინგი, რაც საშუალებას იძლევა ადგილობრივი წარმოების ბაზაზე შეიქმნას მაღალხარისხიანი, მოსახლეობისთვის ხელმისწვდომი სამკურნალო პრეპარატები.

ინსტიტუტში აქტიურად მიმდინარეობს კომპლექსური დაავადებების შესწავლა რომელიც  მოიცავს ქრონიკულ დაავადებებს (სიმსივნე, გულსისხლძარღვთა დაავდებები, ვირუსულ ინფექციები),  ასაკთან ასოცირებულ, რეპროდუქციულ, გენეტიკურ პრობლემებს. კვლევები ინტეგრირებულია და პრობლემის უჯრედულ და მოლეკულურ დონეზე შესასწავლად ფართოდ გამოიყენება თანამედროვე იმუნოლოგიური, ბიოქიმიური, ბიოფიზიკური და გენეტიკური ტექნიკა.

ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ მოპოვებული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საერთაშორისო ფონდებიდან დაახლოებით 35 გრანტი (UNESCO/Israel, NATO/Royal Society, INTAS, ISTC, CRDF, Swiss National Foundation). მეცნიერების მიერ ასევე მიღებული იყო სტიპენდიები და ინდივიდუალური სამოგზაურო თუ კვლევითი დაფინანსება: პრეზიდენტის სახელობის სტიპენდიები, იტალიის, შვეიცარიის, გერმანიის სტიპენდიები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ინდივიდუალური საერთაშორისო გრანტები (UNESCO/Israel, NATO/Royal Society, INTAS, ISTC, CRDF). მათ შორის, დიდი ბიოტექნოლოგიური გრანტი (დაახლოებით 200 000 აშშ დოლარამდე), რომლის საფუძველზეც კვლევები ხორციელდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (აშშ, იტალია, ისრაელი, ბელგია, საქართველო).

ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ მიღებულია ჯილდოები - ღირსების ორდენი (ვ. ბახუტაშვილი – 1997, ყ. ფაღავა - 1998); საზოგადოება “ცოდნის" ი. ჭავჭავაძის სახელობის მედალი (ყ. ფაღავა - 2003).

2009–2010 წლებში ინსტიტუტის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ დაჯილდოვდა როგორც საუკეთესო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი მედიცინის განყოფილებაში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ.

2017 წელს ინსტიტუტის დირექტორი ი.ფანცულაია და ბიომედიცინის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ნ.ქიქოძე დაჯილდოვდნენ როგორც სერტიფიკატით წლის საუკეთესო სამეცნიერო ჯგუფის წევრი.